სტატისტიკის სამუშაო არეალის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. ერთი მოსაზრების მიხედვით, სტატისტიკა წარმოადგენს მეცნიერებას ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, ანალიზის, თვალსაჩინოდ წარმოდგენის და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთების შესახებ[1], ხოლო მეორე მოსაზრების მიხედვით, სტატისტიკა წარმოადგენს მათემატიკის ქვედარგს[2] და ის მხოლოდ ინფორმაციის შეგროვებით და მათზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთებით უნდა შემოიფარგლებოდეს. სტატისტიკის ემპირიული ბუნებიდან გამომდინარე დიდხანს მიმდინარეობდა კამათი, მათემატიკას უფრო ეკუთვნოდა ის, თუ ფიზიკას.
სტატისტიკაში ორ მთავარ მიმართულებას გამოყოფენ. პირველი, დასკვნითი სტატისტიკა გამოიყენება მონაცემებში არსებული ტენდენციების გამოსავლენად და მონაცემებში არსებული შემთხვევითი გადახრების ეფექტის შესამცირებლად დასკვნების გამოტანისა და მათი პოპულაციაზე განზოგადოების მიზნით. მეორე, აღწერითი სტატისტიკა სწავლობს დიდი რაოდენობა ინფორმაციის ადვილად აღქმადი სახით წარმოდგენის მეთოდებს. ამ ქვედარგში შედის ბევრი მონაცემიდან სწრაფი, ზედაპირული დასკვნების გამოტანის მეთოდებიც.
მათემატიკური სტატისტიკა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ალბათობის თეორიასთან. ამის გამო მათ ხშირად ერთადაც მოიხსენიებენ; განსხვავება ისაა, რომ ალბათობის თეორიის ამოცანებში ცნობილია ალბათური სივრცე და კვლევით დგინდება გარკვეული ხდომილებების ალბათობები, სტატისტიკაში კი პირიქით, შერჩევებიდან (უკვე მომხდარი ხდომილებებიდან) დგინდება პოპულაციის მახასიათებლე
ბი.
ბი.
